„ძვირფასო მეგობრებო! ზოგიერთ თქვენგანს ნამდვილად არ გესმით, რას ნიშნავს, როცა სტაჟიანი „ნაცი“, გიორგი კეკელიძე, ”გურული დღიურების” სახელით, მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას უნიშნავს მომიტინგე გოგონას წყლის ჭავლზე ხტომისთვის, თუ იცით, აცნობიერებთ და მაინც იწონებთ და ”გულავთ?“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე იურისტი მაია ელოშვილი.
„რა სენი გვაქვს ასეთი, რომ ე.წ. ცნობადი სახეები უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად მათი მიუღებელი სამოქალაქო პოზიციისა და რეიტინგი ვუზარდოთ, რაზეც სწორებას შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები აკეთებენ?
არ მესმის თქვენი. წინასწარ დატრენინგებული, სცენარდაწერილი, დაფინანსებული ცნობადი სახეების მსხვერპლნი როგორ ხდებით?
ასე შექმნეს ნაცმკვლელებმა საკუთარი ”ინტელიგენცია”, პროფესორ-მასწავლებლები, ”მისაბაძი ავტორიტეტები”, რომლებსაც თითქმის 20 წელია, საჭირო დროს იყენებენ. ბევრი მათგანი „ნაცბანდის“ ტელევიზიებით მოძღვრავს საზოგადოებას, ოხუნჯობს, ცეკვა-თამაშობს. თქვენ კი, აღფრთოვანებულ კომენტარებს უწერთ, მათი ერთგული ”ფოლოვერები” ხართ, ახალისებთ მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და მერე გიკვირთ, რატომ უსმენენ ახალგაზრდები ამ თანამედროვე ფაშისტებს და არა თქვენ…
აქაურობა მლიქვნელთა ჭაობს დაემსგავსა და აქედან გაქცევა მინდება, ამდენი ყალბი და მედროვე ადამიანის შემხედვარეს…“ – აღნიშნავს ელოშვილი.