“ზოგიერთი საჯარო პირი ჰონორარებს პირდაპირ რუსეთისგან იღებს რუბლებში და მე საკუთარი შემოსავალი საქართველოში ვერ ამიღია”, – განაცხადა გამოცემა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა დათო ევგენიძემ.
ევგენიძის თქმით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია „GCA“ ცდილობს, საკუთარი საქმიანობა იმით გადაფაროს, რომ ოპონენტებს რუსეთუმეები ეძახოს და რუსეთთან კავშირში დაადანაშაულოს.
“ამას აკეთებს სრულიად უტიფრად – იმ დროს, როდესაც თავად [გიგა კობალაძე] იყო რუსულ ასოციაციებთან მაქინაციებში გახვეული და კონვერტებით დაარბენინებდა ფულს.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მსგავსი განცხადებებით გამორჩეული ზოგიერთი საჯარო პირი თავად იღებს პირდაპირ რუსეთიდან საავტორო ჰონორარებს რუბლებში და მე, დათო ევგენიძეს საქართველოში ვერ ამიღია კუთვნილი ჰონორარი ამ ასოციაციისგან”, – აღნიშნა ევგენიძემ.