„კეზერაშვილთან შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელ სასამართლოს. ფულის შოვნის გარდა მსმენია ბიზნესთან მის დამოკიდებულებაზე, რომ საგადასახადოში როცა იყო პრობლემებს უქმნიდა სხვადასხვა ბიზნესებს“, – განაცხადა პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში“.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი უხერხულობას არ უქმნის.
„გამიგია, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები იყო, რაც მიისაკუთრა, რაღაც ეგეთი. მსმენია გულისხმობს, რომ რაღაც წაკითხული მაქვს, რაღაც მოსმენილი მაქვს, რა თქმა უნდა ეგეთი ინფორმაციები ბევრი ყოფილა მასთან მიმართებაში. ხელის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი, მაგრამ კი, ახლა მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ახლა მიზანი არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ამ სისტემის დამარცხება სხვანაირად შეუძლებელია და ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.