ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მედიკამენტების ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისივე თქმით, “TV პირველი” ამ თემაზე რეალობის დამახინჯებას ცდილობს.

„წარმოიდგინეთ, რომ ზღვრული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე… ანუ ფარმაცევტული კომპანია პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ იმოქმედებს და ვალდებული იქნება, ზღვრულ ფასებს დასჯერდეს, რაც საზოგადოების ინტერესებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამით ფარმაცევტულ “მაფიას” კიდევ ერთი შეზღუდვა უწესდება და, ძალაუნებურად, ბაზარი ხდება კონკურენტუნარიანი და სამართლიანი!
ჰოდა…ამ დროს, ეს “ბოროტი კლოუნების” ტელევიზია უკუღმა გვასაღებს რეალობას… 12 პუნქტი, ევროკავშირის წევრობის სტატუსი კი არა, G7-ში რომ მიგვიღონ, თქვენ არაფერი გეშველებათ…რაც იყავით, ისევ ისინი რჩებით, “ფეიკმეიქერები” და “ბოროტი კლოუნები”,- წერს ანალიტიკოსი

გაზიარება