„პრემიერისა და ევროკომისრის ერთობლივი ბრიფინგი არის კლასიკური მაგალითი, თუ რა მასშტაბის განსხვავებაა ნამდვილ ევროპასა და ფსევდოდასავლეთს შორის“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

„კუბილიუსების, ფოტიგების, რასებისა და ლობისტების გზავნილები:
მოროდიორებისა და დამნაშავეების პოლიტპატიმრებად შემოსაღება!
საქართველოს რეფორმებისა და შესრულებული ვალდებულებების არაღიარება!
საქართველოს გლობალური როლის, გადაგვარებული „ნაცმოძრაობის“ ინტერესებამდე დაყვანა!
ფინანსური წინსვლისა და ეკონომიკური პოტენციალის წარუმატებლობად გამოცხადება!
ევროკომისრის – ოლივერ ვარჰეის ობიექტური გზავნილები:
სასამართლოსა და მართლმსაჯულების რეფორმირების პოზიტიური შეფასება!
საქართველოს შესრულებული ვალდებულებებისა და დემოკრატიზაციის პოზიტიური პროცესის ხმამაღალი აღიარება!
საქართველოში ეკონომიკური ბუმის ხაზგასმა!
საქართველოს როლი, როგორც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობაში, ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაში და ძლიერი ღირსეული სტრატეგიული პარტნიორის ფუნქციაში.

ცა და დედამიწასავით განსხვავდება ობიექტური რეალობა და ფსევდოევროპელობადა, რა რეზოლუციებიც არ უნდა უძღვნან ლობისტებმა, მაინც ვერაფერს შეცვლიან.

მოკლედ, ძალიან პოზიტიური და რაციონალური შეფასებები გაკეთდა ოფიციალური ევროპისაგან, რაც პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტისა და სრულიად საზოგადოების სწორი სახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალია!“ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება