მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს:
“უკრაინის შემთხვევაში თამამი და კარგი კანონია; ჩვენს შემთხვევაში – არა?! ბიძინა ივანიშვილს არანაირად ეხება, თქვენი დამფინანსებლები კი პირდაპირ შემხებლობაში არიან და ზუსტად მაგიტომ ატეხეთ ჟივილ-ხივილი…
რასები, კუბილიუსები და ფოტიგები კი არა, თვით ჯონ ლოკი რომ გვერდში ამოიყენოთ, მაინც ვერ გაასაღებთ თქვენს ორმაგ სტანდარტებს…
ასე რომ, მოდუნდით და მიღების შემდეგ დაელოდეთ კანონის გავრცელებას თქვენს მავნებელ დამფინანსებლებზე!“