საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ტელეკომპანია “POSTV-ის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„სიღარიბიდან – ოლიგარქობამდე.
აი, რატომაა ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალებში.
როგორ გახდა ღარიბი ჩინოვნიკი მილიარდერი და ახლა რა ფინანსებით მართავს რადიკალურ დღის წესრიგს…
ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესმენი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. ამ “ნარატივის გაპრავება” არ გამოგივათ, პატ. რადიკალებო!
ოლიგარქი უნივერსალური ცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი.
ასე რომ, მოდუნდით და დაელოდეთ დეოლიგარქიზაციის პროცესებს. ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება თქვენთვის, თუმცა რას ვიზამთ? კანონი ყველასთვის კანონია!
P.S. კეზერაშვილი პირველია და ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება შემდეგი…“, – წერს „ფეუსბუკის“ გვერდზე ზურაბ ქადაგიძე.