საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია“.

„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს – ომი და სიკვდილი? მაშ, რას ზიხართ პიჯაკში გამოწყობილი ტელეეთერში? იქნებ, აიღოთ იარაღი ხელში და თქვენი გზა სამოთხისკენ თავად გაიკვალოთ…

ქართველმა ხალხმა კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება!

და არა იმიტომ, რომ “სამოთხისკენ” ვისწრაფვით, უბრალოდ, იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ზურაბ ქადაგიძე.

გაზიარება