,,კურტ ვოლკერი და კეზერაშვილი… ყოფილი “მოროდიორი” და აწ უკვე ოლიგარქი დავით კეზერაშვილი ყველამ იცით და კურტ ვოლკერი კი სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე მომუშავე ამერიკელი მაღალჩინოსანი გახლავთ, რომლის განცხადებებით საქართველო ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე…“ – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის – კურტ ვოლკერის ლონდონში შეხვედრის ფაქტს.

„ქართული სახელმწიფო მზად იყო ევროკავშირისათვის,თუმცა ახლა დაგვიანებულია, დემოკრატიული უკანსვლის გამო (წარსულ მზადყოფნაში, ალბათ, სააკაშვილის ხელისუფლება იგულისხმა…)

2022 წლის ზაფხულში შედგა მასსა და კეზერაშვილს შორის შეხვედრა. არა მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ მათი საუბარი კულტურასა და კინემატოგრაფიის განვითარებას შეეხო…

ჰოდა… რატომაა გასაკვირი ოლიგარქ კეზერაშვილის რეზოლუციებში მოხსენიება და პოლიტ-დევნილის სტატუსით შემკობა?!

ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული მოროდიორი, ყიდულობს ყველას და ყველაფერს. ეს უსამშობლო ნაძირლები, დაწყებული ჟურნალისტებით და დასრულებული საერთაშორისო გავლენის პერსონებით, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად!

P.S. ისე, ცნობისათვის, კურტ ვოლკერის მეუღლე „ამერიკის ხმაში“ მუშაობს და ნუ გიკვირთ, ეს ლიბერალიზმის ფლაგმანი თუ პირდაპირ მტრობს ქართულ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქადაგიძე.

გაზიარება