თბილისის საკრებულოს უმრვლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე:
„2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ,,ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა მოჰყვა. შემდეგ, მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი განაპირობა; 2024 წელსაც, დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება, სწორედ ამიტომ აგრძელებს ომისა და ღალატის პარტიის მართვადი მედია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ფონდ “ქართუს” წინააღმდეგ ტყუილითა და დეზინფორმაციით ბრძოლას.
სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში განხორციელებული პოლიციისა და ჯარის რეფორმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, საჯარო მოხელეების გაზრდილ ხელფასს ფონდი ,,ქართუ” იხდიდა, აშენდა სამების ტაძარი, აშენდა სხვა უამრავი ტაძარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე უამრავ ტაძრს, განხორციელდა სკოლების, თეატრებისა და სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია. ყველაფრის ჩამოთვლას ეს პოსტი ვერც დაიტევს. ფონდ ,,ქართუს” არც ერთი წამით არ შეუწყვეტია საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, მაშინაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციები დაეკისრა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ფონდს გადასცა სწორედ ფონდი ,,ქართუ” მართავს ყველა კომპანიას და მიღებულ შემოსავალს ისევ ქველმოქმედებაში ხარჯავს. საერთო ჯამში, დახარჯულია 3 000 000 000 დოლარზე მეტი, 9 000 000 000 ლარზე მეტი, თუმცა, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2011 წლამდე აკეთებდა, ქველმოქმედება ყოფილა და 2021 წლის შემდეგ – ,,ქველმოქმედებით ფულის შოვნა”. ასეთია “ნაცური” ლოგიკა და პროპაგანდა.
პოლიტიკაში დაბრუნების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის ქონებას კვლავ ფონდი ,,ქართუ” მართავს და ყველა თეთრი მხოლოდ ქველმოქმედებას, მხოლოდ სიკეთეს, მხოლოდ საქართველოს განვითარებას მოხმარდება. რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და მისდამი ხალხის მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ებრძვიან მიუღებელი მეთოდებით, თუმცა, როგორც ფონდ ,,ქართუს” საქმიანობა გაგრძელდება კიდევ მრავალი წელი, ისე გაგრძელდება ,,ქართული ოცნების” გამარჯვება და ,,ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება ყველა დონის არჩევნებზე!“