ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი ტულსი გაბარდი, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, კამალა ჰარისის “CNN-თვის” მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელ “X-ში” ეხმიანება.
“საოცნებო პრეზიდენტი” იქნება იმ ძალებისთვის, რომლებიც დღეს აშშ-ს მართავენ, რადგან მისი კონტროლი ძალიან მარტივია.
“CNN-თან” ჰარისის ინტერვიუმ გამოააშკარავა ის როგორც დაუცველი და სუსტი. ეს, რა თქმა უნდა, სწორედ ის თვისებებია, რაც მას შესანიშნავ მარიონეტად აქცევს, რომელსაც აკონტროლებენ უსახო, ძალაუფლებისმოყვარე ომის მხარდამჭერები – ისინი, ვინც ახლა მართავენ ჩვენს ქვეყანას. ის იქნება საოცნებო „პრეზიდენტი“ მარიონეტების ბატონებისთვის, რადგან მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან ადვილი იქნება”, – წერს ტულსი გაბარდი.
მან აღნიშნულ თემაზე “ფოქს ნიუსის” ეთერშიც ისაუბრა და თქვა, რომ როგორც იქნა, 39 დღის შემდეგ “დედოფალი კამალა კოშკიდან ჩამოვიდა, რათა ჩვეულებრივ ხალხს გაესაუბროს”.
“ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ნათლად ცხადყოფს, რის დამალვას ცდილობდნენ. ჰარისი აღმოჩნდა ძალიან სუსტი, არასაიმედო, აშკარად არასიღრმისეული ნებისმიერ საკითხში და არც კი იცოდა, სხვადასხვა თემაზე რა უნდა ეთქვა ან, გულწრფელად რომ ვთქვათ, რა გეგმები აქვს. ის წარმოჩნდა როგორც ადამიანი, რომელსაც ეშინია. რისიც მას ეშინია, ის არის, რომ ჩვენ, ხალხი დავინახავთ, რის დამალვას ცდილობს”, – განაცხადა ტულსი გაბარდმა “ფოქს ნიუსის” ეთერში.