ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გამართულ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით – „გარდამტეხი წელი“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“თბილისში ყოველი სექტემბრის დასაწყისში ეწყობა ეს მდარე შაბაში, უხვად დაფინანსებული უცხოელი დონორების მიერ, რომელზეც იკრიბება თითქმის უცვლელი შემადგენლობა – დაჩამიჩებული ექსჩინოვნიკები აშშ-დან და ევროპიდან და აქაური “ოპოენჯეო ბაბლი”. შაბაშმა უკვე კარგა ხანია, მიიღო ანტისახელისუფლებო ტრიბუნის ფორმა. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. უკვე პირდაპირ იმუქრებიან და აღარც მალავენ, რომ ჩვენს არჩევნებში აქტიურ ჩარევას გეგმავენ, უკვე ნაცნობი და კარგად გაშიფრული მეთოდებით”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.