“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის III რაიონული სამსახურის ბრიგადის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

III რაიონული სამსახურის N1702 ბრიგადას, ადგილზე მისვლისას, პაციენტი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
აღმოჩნდა, რომ შუახნის მამაკაცი ტელეფონზე საუბრისას, მოულოდნელად, შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარება მისმა მეუღლემ გამოიძახა.

ექიმების მისვლისას მამაკაცს არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა. დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, პულსაცია და სუნთქვა აღდგა. მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი, ხოლო პაციენტი კონტაქტური გახდა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით, სტაბილური მდგომარეობით ბრიგადის მიერ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზებული.

გვეამაყება: ექიმი ლიანა ხუბულური, უმცროსი ექიმი ენრი მიქელაძე, მძღოლი ნოდარ მუზაშვილი”, – წერს “ფეისბუკის” გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.