„ნაძლევს ვდებ – ეს [ნიკა გვარამია] 27 ოქტომბერს კვიპროსიდან ჩაგვერთვება და ემიგრაციიდან ბრძოლას დაგვპირდება… აი, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა თანამეცხედრე კეზერაშვილმა და ადეიშვილმა აიკრეს გუდა-ნაბადი 2012 წელს,“ – წერს “ფეისბუკის” გვერდზე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

გვარამიამ განაცხადა: “კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, მივყვეთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს – გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს  და მივხედოთ ჩვენს საქმეს, 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ ახალ ქვეყანაში“.

„ყველა პატიოსანი და პატრიოტი ქართველი საქართველოში გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ შენნაირი უსამშობლოები რომელ ქვეყანას აირჩევენ, საკითხავი ეგ არის!

ნაძლევს ვდებ – ეს 27 ოქტომბერს კვიპროსიდან ჩაგვერთვება და ემიგრაციიდან ბრძოლას დაგვპირდება…

აი, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა თანამეცხედრე კეზერაშვილმა და ადეიშვილმა აიკრეს გუდა-ნაბადი 2012 წელს.

რა გგონიათ,  კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლება რომ დაიწყება, ეს ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან?!

ამას იმდენი ნაძირლობები აქვს გაკეთებული ნაციონალური რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესში, რამაც 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა და ნულოვანი ტოლერანტობა მოიტანა, რომ  პირველი გაიძურწება ქვეყნიდან,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.