საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა “ქართული ოცნების” წევრის – ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას “ფეისბუკის” გვერდზე ეხმაურება. ერმილე გიგიაძე წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტ როლანდ ნუცუბიძის მიერ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა.

„ნაცმოძრაობა”, ხელისუფლებაში ყოფნისას, გზადაგზა კლავდა ადამიანებს. მათი ეს ჩვევა ოპოზიციაშიც გრძელდება. ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს.

ამ ტრაგედიის თანამონაწილეა “ნაცმოძრაობასთან” აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდასა და კამპანიას არათუ ახალისებდა, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ.

ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას…“ – წერს გრეტა წიწავა.