ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში “Washington Post-ის” სტატიას ეხმაურება, რომელშიც საუბარია, რომ შეერთებულმა შტატებმა [საქართველოსთვის] მაშველი რგოლი უნდა გადააგდოს.

„დემოკრატების” მედია რუპორის, გავლენიანი “Washington Post-ის” სარედაქციო საბჭოს ეს სტატია პროვოკაციული ფოტოთი და ასევე პროვოკაციული სათაურით – “უკანასკნელი მოწოდება ქართული დემოკრატიისათვის” და კიდევ უფრო პროვოკაციული ქვესათაურით, რომ აშშ-მა [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს, არის კიდევ ერთი, ამჯერად, სრულიად ღიად დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების.
გულუბრყვილონი არ ვართ აქ, რომ ვერ მივხვდეთ, თუ სინამდვილეში ვინ გვესაუბრება ამ გაზეთის პირით. პრინციპში, ჩემთვის ეს სტატია არ ყოფილა სიურპრიზი, მსგავსი განცხადებები “საქართველოზე მზრუნველი” ამერიკელი ოფიციალური პირებისაგანაც მოგვისმენია ადრე. რა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გავუძლოთ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.