„კეზერაშვილისა და ქართველი რადიკალების “ლეღვის ფოთლად” ქცეულ “ჰელსინკის კომისიას” არ გააგებინოთ ეს ამბავი… საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ {დავით} კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლცენტრების საქმეში, რაც, ქართულ-ევროპული გამოძიების კვალდაკვალ, უმნიშვნელოვანესი ფაქტია“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„მარყუჟი, რომელიც ამ საერთაშორისო თაღლითისა და ქართული ჯარის მძარცველის კისერზეა, უფრო ვიწროვდება. დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

რაც შეეხება “ჰელსინკის კომისიის” ბრალდებას, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი ქოლცენტრებზე და, აბსურდული განცხადების კვალდაკვალ, არა თუ ფაქტი, პატარა დეტალიც კი არ წარმოუდგენია, იმ ინსინუაციური პოლიტიკის დადასტურებაა, სადაც კეზერაშვილი სუფთა ფულით აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს და მანამ გაათეთრებენ ასეთ თაღლითებს, სანამ საჭიროება მოითხოვს!

საქართველოს პროკურატურას კი შექება ეკუთვნის – ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა “გადაახიო” თავზე საერთაშორისო თუ ადგილობრივ თაღლითებს მათი აბსურდული ბრალდებები!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.