ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უარზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

“ნაცოპოზიციის” ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი კობახიძე არ შეხვდა “ნაცრადიკალთა” მხარდამჭერ გერმანელ პარლამენტარებს, და სწორიცაა – არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია!
გერმანიის ფედერალურ მხარეებშიც არ ისმის მათი მარგინალი პოლიტიკოსების [ადგილობრივ არჩევნებს გადახედონ] ხმა ბერლინიდან და რატომ უნდა გაითვალისწინოს უცხოელი ანტიქართველი ელემენტების მყრალი აზრი თბილისმა?!

თუ ხელისუფალი ვიქნებოდი, მე უფრო შორს წავიდოდი და, ისრაელის მსგავსად, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტს გავაბრუნებდი უკან.

ძირმომპალი სექტანტური “აღშფოთება-შეშფოთება” აქ დიდი ხანია, არავის აინტერესებს!” – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.