დიმიტრი ხუნდაძე დავით კეზერაშვილის შესახებ:
„ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს”

„ყველაფრის მკადრებელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს – დავით კეზერაშვილს, როცა ქოლცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმესთან მის კავშირზე ისაუბრა.

„ევროპელი პენსიონერების მძარცველი, რომელიც ქურდად ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდა, როდესაც გაძარცვა საკუთარი ჯარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია. ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს.

გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, „ქართული ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში მოვა, მათ სამართლებრივ განაჩენსაც დაახვედრებს აუცილებლად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.