“როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, თუ არ იქნება მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ძალიან რთული იქნება, თუ წარმოუდგენელი არა, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ამ მიზანს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
„ის ინტენსიური ურთიერთობები, რაც ბრიუსელთან და სტრასბურგთან გვქონდა, ყოველთვის მხარდაჭერილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ახლა როგორც კანდიდატმა ქვეყანამ გავაგრძელოთ ეს ნაბიჯები ევროკავშირთან მიმართებაში და ჩვენი სტრატეგიული მიზანი მიღწეული იყოს. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად პირველ რიგში საქართველოს სჭირდება მშვიდობა და სტაბილური განვითარება. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, თუ არ იქნება მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ძალიან რთული იქნება, თუ წარმოუდგენელი არა, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ამ მიზანს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება, რომ ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ეკონომიკური წინსვლა, რაც იქნება ძალიან მტკიცე საფუძველი, რომ შემდგომი გაფართოებისას საქართველო იყოს ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.