“British Airways-ი” ლონდონსა და თბილისს შორის ავიარეისებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს
ინფორმაციას “ფეისბუკის” გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 2025 წლის მარტიდან შეასრულებს.
“British Airways-თან” შეთანხმება შედგა. მოლაპარაკება დასრულებულია!
ავიაბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო! რას მიიღებს საქართველო ამ წარმატებით?
ვაუმჯობესებთ დაკავშირებას როგორც ბრიტანეთთან, ისე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზეც.
“British Airways-ს” ე.წ კოდშეარ თანამშრომლობა აქვს “American Airlines-თან”.
საქართველოს საავიაციო და ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი ბრენდული ავიაკომპანია დაემატება.
ქვეყნის მიმზიდველობა საერთაშორისო არეალზე იზრდება.
გაიზრდება საქართველოს ცნობადობა ბრიტანეთის ტურისტულ ბაზარზე.
კვირაში ოთხჯერ პირდაპირი ფრენების შესრულება ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების განსაკუთრებულ ზრდას გამოიწვევს.
იქმნება გაუმჯობესებული წინაპირობა აშშ-თან პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე.
ეს პროექტი განსაკუთრებულია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სამ წელზე მეტია, თავდაუზოგავად იშრომა ქვეყნის ამ წარმატებისთვის”, – წერს ქვრივიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.