კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, დონალდ ტრამპზე თავდასხმებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მიმართავს.
„ქ-ნო დანიგან! აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე და ამჟამად პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატ დონალდ ტრამპზე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა(!) ამერიკული
დემოკრატიისა და მსოფლიოში ახალი, ლიბერალური წესრიგის დამყარების
შედეგია თუ მოქმედი ადმინისტრაციის წინასაარჩევნო ნოუ- ჰაუ?“ – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ “X“-ში.