„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი:
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და უნდა აურჩიოს ქვეყანას რიგით მეექვსე პრეზიდენტი.
რა პარტია ჩაიბარა თავმჯდომარის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა – პარტია, რომელმაც მთავრობასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გამოიარა ურთულესი ტურბულენტური პერიოდი, რომლის რეიტინგი (უკანასკნელი გამოკითხვებით) 60%-ს აღწევს და ძალიან კარგი სტარტაპია იმისთვის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ანუ მშვიდობის, სტაბილურობისა და აღმავლობის პარტიამ გამარჯვება მოიპოვოს.
როგორ შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, რომ ღარიბაშვილის პირდაპირი ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში პარტიას დაასუსტებს და დააზიანებს; ან როგორ შეიძლება, ირაკლი კობახიძეზე ითქვას, რომ მისი მთავრობის მეთაურად მოსვლა სამთავრობო გუნდის მუშაობს დააზიანებს ან დაასუსტებს.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული კრიტიკული შენიშვნები სფეროების მიხედვით, ამ – არსებული მთავრობისა და პარტიის მენეჯმენტის პირობებში არსებობს და, მგონი, ეს ორივე პიროვნება, ორივე მიმართულებას მხოლოდ გააძლიერებს და არამც და არამც არ დაასუსტებს.
ამიტომ, ჩვენ – ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ 8 თვის განმავლობაში მთავარი არის არჩევნები და საარჩევნო კამპანია, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და უნდა აურჩიოს ქვეყანას რიგით მეექვსე პრეზიდენტი (და იმედია, ამჯერად მაინც არ შევრცხვებით საკუთარი თავის წინაშე). ახლა, ყველაზე დიდი ყურადღება და ძალისხმევა გადასასროლია ამ სამი იპოსტასური ხელისუფლების – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და პარტიული მიმართულებით“.