დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “რუსთავი – 2-ის” გადაცემა “კურიერს” საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განუცხადა.

ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა ამ ორ პირობაზეა დამოკიდებული.

პროკურორი: “გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობაზე უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე“.

გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს.