„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ადამიანის მწამებელი, მჩაგვრელი, სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან, 26 ოქტომბერს კი, ეს ძალა საბოლოოდ უნდა გავისტუმროთ ქართული პოლიტიკური სივრციდან!“ – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი.

„განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ მათთან პოლიტიკური თანაცხოვრება (კოჰაბიტაცია) შეუძლებელია! ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, დიდი შეცდომა, რომელიც განზრახ დაგვაშვებინეს, რადგან ამას კარგად გააზრებული შორსმიმავალი მიზნები გააჩნდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ 12 წლის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი საქმიანობა! ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაემუხრუჭებინათ, შეენელებინათ საქართველოს წინსვლა! საბოტაჟით, მუდმივი რყევებით, პროვოკაციებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ ქვეყანასა და ხალხს! ცხადია, თავად ქართული ოცნებაც უშვებდა შეცდომებს, – არ არსებობს იდეალური და უშეცდომო ხელისუფლება. მაგრამ, ზედმეტად თვალსაჩინოა, რომ უმძიმეს მემკვიდრეობასთან ერთად, ასეთი მასშტაბის უწყვეტი ხელისშემშლელი და ძირგამომთხრელი პროცესების პირობებში, მაინც მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” გარღვევა მოეხდინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – შეიცვალა ხელისუფლების ბუნება! დასრულდა ადამიანების ჩაგვრა, ღირსების აყრა! დასრულდა პატიმრების წამება! ახალგაზრდა უდანაშაულო ადამიანებს აღარ კლავს პოლიცია! დასრულდა ტოტალური კონტროლი – მიყურადება, საძინებლებში თვალთვალი! წარსულს ჩაბარდა ბიზნესის რეკეტი! მედიის მიტაცება! ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაუბრუნდა ფასი!
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სისტემურ დანაშაულებზე “ნაცმოძრაობის” რეჟიმს აშშ-დან და ევროკავშირიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული და, თუ რატომ, ამაზე პასუხი 2008 წლის აგვისტოში გაეცა! არავის აინტერესებდა დემოკრატიის ბედი და ადამიანის უფლებები საქართველოში. მთავარი ის იყო, რომ აგენტურული ხელისუფლება ნებისმიერ მომენტში მზად იყო, ქვეყანა გაეწირა სხვისი ინტერესების გამო! ამიტომ არის ასეთი გაშმაგებული მცდელობები, კვლავ მორჩილი ხელისუფლება დააბრუნონ საქართველოში! უკრაინის ომის შემდეგ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა აშშ-ის მმართველი ძალების ე.წ. Deep State-სთვის.

დავუშვებთ თუ არა წარსულში დაბრუნებას, ეს ჩვენს ხელშია! 26 ოქტომბერს შეგვიძლია, 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!!!“ – წერს შაქარიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.