უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია და შემოდგომაზე მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი”. ინფორმაციას „Reuters-ი“ ავრცელებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა შემოდგომაზე ყველაფერი უნდა გააკეთონ.
”მოხსენება ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეულ სექტორზე, ჩვენს შესაძლებლობებზე, ჩვენს მომავალ შესაძლებლობებზე და ჩვენს კონკრეტულ ამოცანებზე: სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ შემოდგომაზე, უნდა გავაკეთოთ. ყველაფერს, რისი მიღწევაც შეგვიძლია, უნდა მივაღწიოთ“, – ციტირებს სააგენტო ზელენსკის.
„Reuters-ის“ მტკიცებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც ზელენსკიმ აღნიშნა სამხედრო მოქმედებების თვალსაზრისით უახლოეს თვეებში სწრაფი მოქმედების აუცილებლობის შესახებ.
რუსული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევენ ჩრდილოეთით, რათა დაიპყრონ მთელი დონბასის რეგიონი, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისგან შედგება.