“გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, – რას ჰქვია, სალომე ზურაბიშვილს პრემიერი შერჩეული ჰყავს, ჯერ ერთი, ქარტიაში ასეა არ წერიაო; მეორეც – სააკაშვილი ჯერ კიდევ არ შეუწყალებიაო. საერთოდ, ჩვენ არ გვეკითხებიანო?! – ასე ეხმაურება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი  “ნაციონალური მოძრაობის” წევრის – გიორგი ბარამიძის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მოიწონოს.

“ახლა კი გავხსნათ კარტები: 1. სალომე ზურაბიშვილს ვინ ეკითხება პრემიერის ან დასახელებას ან დანიშვნას?! დაავალეს უცხოელმა ბატონებმა და გაიჭიმა, – პრემიერობის კანდიდატი მყავსო. 2. სააკაშვილის შეწყალება ჯერ არ დაუვალებიათ, თორემ ნაკლები კრიმინალები არ შეუწყალებია?! 3. ოპოზიციას რომ არაფერს ეკითხებიან უცხოელი “დიდი მეგობრები”, ახლა გაიგეს? აი, ხელისუფლება კი მტრად მიაჩნიათ, ვერ დაიმორჩილეს, თავის ჭკუაზე ვერ ატარეს და ამიტომაც ებრძვიან, თორემ ოპოზიციას, აგერ, სალომე ზურაბიშვილი დაუნიშნეს დროებით უფროსად”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.