„ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე იმ უბედურებაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანას დაატეხენ თავს”, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე.

ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს:

“ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა, აი აქ, ამ ფოტოზე რომ ჩანს და ტაშს უკრავს კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მისი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ. ამიტომ, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, თუ მათ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ.

ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია…“ – წერს გიორგი ზერეკიძე “ფეისბუკის” გვერდზე.