„ძალიან ბევრი ამომრჩეველი გამოცხადდა უბნებზე. ზოგჯერ არის რიგი, თუმცა ყველაფერი არის ორგანიზებული და ყველაფერი წესრიგშია. საარჩევნო უბნებზე გარემო დამაკმაყოფილებელია. ვესაუბრე ადგილობრივ ამომრჩევლებს, ასევე, პერსონალსაც და დაგვიდასტურეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ლორენც ნაჩამ.

მისივე თქმით, უბნებზე ვიზიტისას, არანაირ ექსცესსა და პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.

„ვფიქრობ, გარემოც და პერსონალიც ძალიან კარგად არის მომზადებული. პასუხობენ ყველა კითხვაზე, რომელიც ამომრჩეველს აქვს. ამომრჩევლებიც მოდიან უბნებზე, არ ეშინიათ ამ ახალი ციფრული ტექნოლოგიის და, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო უბანი იყოს წესრიგში.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რაიმე სერიოზულ ხარვეზსა და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ლორენც ნაჩამ.