“არჩევნები მიმდინარეობს ძალიან კარგად”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ჟურნალისტმა კანდელა სოლ სილვამ.

„ვითარება არის ძალიან მშვიდი. ძალიან კარგი გარემოა დემოკრატიისა და გამჭვირვალობისთვის“, – აღნიშნა კანდელა სოლ სილვამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.