“დღეს ჩამოვედი პარიზიდან. ვეწვიე ორ საარჩევნო უბანს და შევხვდი როგორც თანამშრომლებს, ისე ამომრჩევლებს. აქ ბევრი წარომადგენელია სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა დააკვირდეს პროცესის მიმდინარეობას. პროცესი არის გამჭვირვალე, ნათელი და სწორად მიმდინარეობს”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ჟურნალისტმა კლოდ ფრიჩმა.

კლოდ ფრიჩი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„როგორც აღვნიშნე, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მრავალი ეტაპი გაყალბებისა და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას აქვს ცალკე ტექნიკური შემოწმების ზომები წესებში. ვიტყოდი, რომ ეს დღეები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმ ტექნოლოგიისა და სისტემების გამო, რომლებიც შეირჩა თქვენი ქვეყნის მოქალაქეების აზრის გასათვალისწინებლად“, – აღნიშნა კლოდ ფრიჩმა.