“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა.

“როგორც უკვე იცით, და ცესკო-ს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე – ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.