“იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო?! აი, იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები”, – ასე ეხმიანება უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების რეაქციას.

“12 წელი ყველა საპროტესტო აქციებზე რომ ხელებ აწეული დგახართ, გცემენ, გირტყავენ და მაინც რომ გაიძახი ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო.

დღემდე რომ ვერ გაითავისეთ რომ ასეთ პრორუსულ ავტორიტარულ მმართველობას არჩევნებით ვერ დაამარცხებთ.

წეღან ითქვა რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდაო, მაგ შემთხვევაში ან რევოლუციაა საჭირო ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, მაგრამ მაგის უბრალოდ თქმისაც კი გეშინიათ.

ახლა არ გამოხატეთ ვინმე პარტმუშაკი და არ მითხრათ შორიდან მაგარია ლაპარაკიო, მე ერთი ბომბის ჩამოგდებით მინიმუმ 5 ჩემს სამშობლოს მტერს  ვანადგურებ, თქვენ კიდევ ფანჯრის რაფაზე ბუზის მოკვლის ტრაკიც კი  არ გაქვთ. დღეს საღამოს განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა.

აუ, თან რა მაგრად არ გიყვართ ჩემნაირი ხალხი იმასაც ხო ვხდები. ამ პოსტს წაკითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ ქოცებზე მაგრად ვერ ამიტანთ.

მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გაგაღვიძოთ

, ხოდა მეც მაგას ვაკეთებ ეხლა, ვნახოთ ხვალ ,ზეგ…. დანარჩენს უკვე მერე გეტყვით”, – წერს ნადირაძე “ფეისბუკის” გვერდზე.