„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი უპირატესობით, ფაქტობრივად, 44 და მეტი %-ით გადაასწრო ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

„ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა, რასაც ხალხი კარგად ხედავდა.

იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები მიხვდნენ, რომ პირწმინდად აგებდნენ, დღის ბოლოს მეტი პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ამ მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.