„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და შემდეგ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, ამიტომ მადლობა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მოწვევისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გუშინ ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.