“ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის. შემიძლია ვთქვა: არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ერთობლივ ბრიფინგზე.
“ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე, ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს. ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული. ამიტომ, მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცო“, – განაცხადა ორბანმა.