„ქართველმა ხალხმა მშვიდობის ევროპული არჩევანი გააკეთა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ერთობლივ ბრიფინგზე.
„მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ არც ერთმა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა“, – აღნიშნა ორბანმა.