2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა, 2023 წელთან შედარებით, +6.7%-ით (29 მლნ. აშშ დოლარით) მეტია.
„2024 წლის ცხრა თვეში რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, +24.9%-ით მეტია (64 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან და 108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ზრდა, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, +21.7%-ით მეტია, (19 მლნ. აშშ დოლარი)“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.