საქართველო – უკრაინის მატჩის ყურება ქართველ გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეეძლება. ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააცნო.
“თბილისელ გულშემატკივრებს, ვინც თამაშზე დასწრებას ვერ ახერხებს, გვინდა შევთავაზოთ: რესპუბლიკის მოედანზე, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვაწყობთ სივრცეს, სადაც დამონტაჟდება დიდი ეკრანები. გვქონია მსგავსი შემთხვევები წინა შეხვედრების დროს. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად შევქმნით პირობებს, რომ გულსემატკივარს შეეძლოს, უგულშემატკივროს საყვარელ გუნდს. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება. საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდებიან.
მეორე, გასვლითი შეხვედრა კი ჩეხეთში გაიმართება და საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს.