ექსპერტი დავით ჩიხელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. მკაფიოდ მინდა განვაცხადო – ქართველი ხალხის არჩევანის გადამოწმების უფლება არავის აქვს!

განცხადების ტექსტს აშკარად ეტყობა, რომ ავტორები სიტუაციას ადგილზე არ გაეცნობიან; ისინი, უბრალოდ, მიწოდებული ინფორმაციის გამტარები არიან. ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის გადაცემული, რაც ტექსტის ავტორთა მიკერძოებულობას ნიშნავს.

აბსურდული მოთხოვნების ავტორები არიან ცინიკოსების დაჯგუფება, რომელიც საქართველოში გადატრიალების ხელშეწყობას ცდილობს. წარმოიდგინეთ – ესენი, საკუთარი ვერსიით, არიან ქართველი ხალხის მოყვარულები და მხარდამჭერები და ახლა აღშფოთდნენ, რომ ამ ხალხს ვიღაცამ, თითქოს, არჩევნები მოჰპარა.
აქ რა ლოგიკაში ჯდება, ამავე ხალხს შეუზღუდო უვიზო რეჟიმი ანუ დასაჯო? მაგრამ ყველაფერი საკუთარ ადგილას დგება, თუ რეალობას დავინახავთ – იმისთვის, რომ საკუთარ მცირერიცხოვან აგენტურას დაეხმარონ, რომელთა აქციებზეც ხალხი არ დადის, ცდილობენ, ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიონ, ეს უკმაყოფილება ხელისუფლებისკენ მიმართონ, თანაც, ეს თავიანთი მხრიდან ცინიკურად მონათლონ ქართველი ხალხის მხარდაჭერად, ამით კი, გაკოტრებულ ქართულ ოპოზიციას და ლიბერფაშისტურ “ენჯეოებს” ქუჩაში გამომსვლელების რიცხვის ზრდაში დაეხმარონ”, – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.