“Instituto Coordenadas-ის” მიხედვით, “ქართული ოცნების” გამარჯვება აძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას საქართველოში.

ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ბოლო გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში არის „ეტაპი ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციაში და წარმოადგენს სტაბილურობის მკაფიო გზავნილს განსაკუთრებით დაუცველ გეოპოლიტიკურ კონტექსტში“.

ხმების 54%-ით „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა რეფორმირებულ საარჩევნო სისტემაში გამარჯვება, გამჭვირვალობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობად.

ინსტიტუტის შეფასებით,
ევროკავშირი ფუნდამენტური გადაწყვეტილების წინაშე დგას: აღიაროს ეს შედეგი და გააძლიეროს ურთიერთობა საქართველოს „ლეგიტიმურ“ მთავრობასთან, ან „რისკი გასწიოს და დათესოს არასტაბილურობა, რომელიც შეიძლება ინსტრუმენტული იყოს გარე აქტორების, კერძოდ, რუსეთის მიერ, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და კავკასიის დესტაბილიზაციის საფრთხე“.

სტატიის თანახმად, საქართველოს სტაბილურობა აუცილებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მშვიდობისთვის, არამედ მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„როგორც ევროპული მისწრაფებების მქონე ერი, საქართველო გახდა დემოკრატიული სტაბილურობის ეტალონი კავკასიაში, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი ევროპასა და აზიას შორის და ევროკავშირის უსაფრთხოების შესაბამისი პოლიტიკის აქცენტი გახდა.

საქართველოს დემოკრატიული სუვერენიტეტის აღიარება, პატივისცემა და მისი ლეგიტიმური ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ფუნდამენტური ქმედებებია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანა თანამშრომლობისა და მშვიდობის სივრცედ დარჩეს“, – დასძენს ის.

ინსტიტუტის შეფასების თანახმად, საქართველო, რომელიც მდებარეობს გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში, დამოკიდებულია სტაბილურობის პოლიტიკაზე, რომელიც მის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.

„მიუხედავად ევროინტეგრაციისკენ მისი მკაფიო მიზნისა, “ქართული ოცნება” მიჰყვება ნეიტრალიტეტის პრაგმატულ სტრატეგიას, რომელიც ძალაუფლებებს შორის დაპირისპირების ველად ქვეყნის გადაქცევას არიდებს თავს.

2019 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების 27% „ქართულ ოცნებას“ პროდასავლურ პარტიად მიიჩნევს, ხოლო მხოლოდ 16% აღიქვამს მას პრორუსულად, რაც რუსეთთან მიახლოების ნებისმიერ განზრახვას ეწინააღმდეგება.

ეს აღქმა დასტურდება ფაქტებით: „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მის წინააღმდეგაც მისცა ხმა გაერო-ში და არ ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკაში“.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში 2022 წელს გააძლიერა გეოპოლიტიკური ზეწოლა კავკასიაში, რაც პირდაპირ აისახა საქართველოზე.
სხვადასხვა გარე აქტორები მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირა მოსკოვის მიმართ, ითხოვენ სანქციებს, მოითხოვდნენ უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების გაგზავნას ან, თუნდაც, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ომის ფრონტის გახსნას.
თუმცა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ უფრო ფრთხილი სტრატეგია აირჩია, პრიორიტეტად დააყენა ეკონომიკური სტაბილურობა და მოქალაქეების კეთილდღეობა.

„პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებით, რომელსაც, შეიძლება, ეროვნული ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყოლოდა, საქართველომ აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ამჯობინა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები მას აკრიტიკებს, შეესაბამება სტაბილურობასა და მშვიდობას რეგიონში“, – აღნიშნულია ანალიზში.

გარდა ამისა, ინსტიტუტის შეფასებაში მითითებულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროინტეგრაციისკენ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა: 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას; 2018 წელს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ვალდებულება კონსტიტუციით გაამყარა, ხოლო 2023 წელს მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ორიენტაცია ევროპისკენ, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით, აძლიერებს საქართველოს როგორც ხიდის როლს აზიასა და ევროპას შორის”.