ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბუდაპეშტში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას – რატომ არ იჯდა საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის.

“სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა რომ წამიერ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აქვს აგებული, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს – როგორც მეორე ფოტოზე ვხედავთ, შოლცი მაკრონის გვერდით კი არა, მწკრივშიც არსად ზის და არც North Macedonia უნდა იყოს ანბანით France-ზე წინ (შენიშვნა: მაკრონი ზუსტად ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ზის).

რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, ანუ სახელმწიფოების, მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე, და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება”, – წერს იონათამიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.