“ამდენი ინდოქტრინირებული აქტივისტი ერთად უმძიმესი სანახავია… „იმედს“ რომ 7 ნოემბერს უსურვებენ, ნაცების საავტორო დარბევის თვეს, ნოემბერს, რომ გვილოცავენ”, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფთან დაპირისპირებაზე, რა დროსაც ერთ-ერთმა მონაწილემ გადამღებ ჯგუფს მიმართა სიტყვებით – „გისურვებთ 7 ნოემბერს, გილოცავთ ამ თვეს“.

მისივე თქმით, ბოროტმოქმედი, სახედაკარგული ორკების ადგილი საქართველოს პოლიტიკაში არ არის.

„უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ჩარჩოებიანი ფოტოებით საქართველოს სიყვარულზე რომ გვეფიცებიან.

რუსეთიდან ნაკვები ლიაკა ხოშტარიას დაძახებულზე საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რომ აპროტესტებენ.

საქართველოს წინააღმდეგ “დანოსს დანოსზე” რომ აგზავნიან.

განსხვავებული აზრისთვის ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, უბრალოდ ადამიანების ბულინგი რომ სიამოვნებას ანიჭებთ.

ნაცების დაბრუნებისთვის ღამეებს რომ ათევენ…

ამ ბოროტმოქმედი, სახედაკარგული ორკების ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის!!!

ჩემი მხარდაჭერა TV Imedi და Megi Narsavidze“, – წერს ნინო წილოსანი.