“თქვე საცოდავებო, ჟურნალისტმა არ იცის, ჯანდაბას… პროდიუსერი მაინც არ გყავთ, “მასტერკა” ტვინი რომ ჰქონდეს? ან ნოდარა მელაძეს მაინც ეთქვა, რომ ჯავახიშვილის კი არა, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტია?! – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი მიხეილ ჯავახიშვილის ბიუსტად არის მოხსენიებული.

“სამარცხვინო “TV პირველი” იაკობ გოგებაშვილს ივანე ჯავახიშვილისგან ვერ ასხვავებს! თუ ნოდარაც ისეთივე იმბეცილია, როგორც ამ სიუჟეტის ავტორები?
თუმცა, რა გასაკვირია ფაშისტი ბავშვებისა და მათი პატრონებისგან, გოგებაშვილს ჯავახიშვილისგან რომ ვერ არჩევდნენ?!
მთავარია, მიხაილ როთსა და ნიკა გვარამიას შორის რა სხვაობაა, ის იციან!
ამიტომაც ხართ ქაჯები მთელი ქართული “ლიბერ ელიტა”, კისრამდე ნეხვში ხართ და თვითკმაყოფილი გამომეტყველებით ყვინთაობთ.
მიდით, ეგრე გააგრძელეთ”, – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის“ გვერდზე.