პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – თეა ახვლედიანი.