არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს.
“მახარებს და იმედით აღმავსებს ირაკლი კობახიძის პრემიერობა!
წინსვლა და გამთლიანება საქართველოს!
წარმატებები და ულევი სიხარული ირაკლის!
უფლის მფარველობა ორივეს!”,- წერს კაკაბაძე “ფეისბუკის” გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.