“ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობას ძალიან მძიმედ ახსოვს.
„ფაქტია, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა