„ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის” მარიონეტი NGO-ები, წლიდან წლამდე, სამოქალაქო საზოგადოების რეპუტაციის შემლახველებად იხვეწებიან”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.

„ოქსიმორონია, რომ პარტიული დღის წესრიგის პროპაგანდისტ არასამთავრობო ორგანიზაციას პრეტენზია ჰქონდეს ობიექტურობასა და დამაჯერებლობაზე.
სამწუხაროდ, მათი ცალკეული უცხოელი დონორები რატომღაც ვერ ხედავენ, რომ ბენეფიციარი “ნაცენჯეოები” უკიდურეს მარგინალებად იქცნენ საქართველოში”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

ცნობისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური მიკერძოება რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს აძლიერებს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ”.