„ესეც ასე… დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება და შეუდგება სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას. ხოლო სექტემბერში კომისიის დასკვნას ეყრება კენჭი და მასალები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას.

საქართველო დაადგა თავისი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებულ გზას: “ან ამერიკა დაამარცხებს „deep state-ს“, ან „deep state-ი“ დაამარცხებს ამერიკას”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„იგივე ითქმის „deep state-ის“ ქართულ ფილიალზე – რადიკალური ოპოზიციისა და დესტრუქციული “მესამე სექტორის” სახით. დაპირებული პროცესი დაიძრა. ის აუცილებლად იქნება მიყვანილი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება და ის სრულდება“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.