16 იანვარს, მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.